105 წლის მძლეოსანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 24.09.2015
ნანახია: 2442

იაპონელმა მძლოესანმა ჰიდეკიტი მიაზაკიმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა 100- მეტრიან დისტანციაზე 105 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში. ამის შესახებ Bangkok Post-ი იუწყება.

სპორტსმენმა მანძილი 42,22 წამში დაფარა. ამასთან მან რამდენიმე წამი სტარტზე დაკარგა, რადგან სასტარტო სასტვენის ხმა ვერ გაიგო. ასპარეზობის დასრულების შემდეგ მან გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლისგან მილოცვა მიიღო.

თავისი შედეგის კომენტირებისას ხანდაზმულმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ მიღებული რეზულტატით უკმაყოფილოა.

„სირბილის დროს ცრემლებს ვიწმენდდი, რადგან ძალიან ნელა მივრბოდი, როგოც ჩანს , დავბერდი!“ - დაიჩივლა 105 წლის მიაძაკიმ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე