იემენში მომხდარ ტერაქტს 29 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 24.09.2015
ნანახია: 2329

29 ადამიანი დაიღუპა იემენის დედაქალაქ სანაში მეჩეთის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

თვითმხილველთა თქმით, მეჩეთში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

აფეთქების ხმა დილის ლოცვის დროს გაისმა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

როგორც ცნობილია, იემენში გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც მონაწილეობენ ერთი მხრიდან შიიტური მოძრაობა „ანსარ ალას“ ამბოხებულები და ექს-პრეზიდენტ ალი აბდალ სალეხის მომხრე არმიის ნაწილი და მეორეს მხრივ მათ მიერ განდევნილი პრეზიდენტის მანსურ ჰადის მომხრე ჯარის ნაწილები. ქვეყანაში ასევე მოქმედებენ ტერორისტული დაჯგუფებების „ალ-ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეებიც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე