საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 09:37 | 23.09.2015
ნანახია: 2494

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს გამო მწუხარებას გამოთქვამს.

”ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ავღანეთში ქართველი მებრძოლის, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილის გარდაცვალების შესახებ.

ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მამულიშვილის სიცოცხლე.

ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას”, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულიჯანიშვილი დაიღუპა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე