დღეს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 09:42 | 24.04.2017
ნანახია: 1075

24 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში 8-13 მეტრი წამში ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 11-16 მეტრი წამში იქნება. 

დასავლეთ საქართველოში ჰაერი 20- 25 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 16 გრადუსი შენარჩუნდება. 

დედაქალაქში იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარი, 20-25 მეტრი წამში. თბილისის გარეუბნებში, შესაძლოა, დაფიქსირდეს 28-30 მეტრი წამში.  

რაც შეეხება ტემპერატურას, თბილისში 18-19 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე