თბილისის ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა გივი ბერიკაშვილის სახელი მიენიჭოს

საქართველო, თბილისი - 19:20 | 20.04.2017
ნანახია: 1834

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა გივი ბერიკაშვილის სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ თბილისის საკრებულო საკრებულოს თავმდჯომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენი და ქართული საზოგადოების მოსაზრებები თბილისის  ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა; აქედან გამომდინარე, გამოვიყენებთ კანონმდებლობით მონიჭებულ უფლებამოსილებას და საკრებულოს წინაშე დავაყენებთ ინიციატივას ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. კონკრეტული ქუჩის შერჩევასთან დაკავშირებით  აქტიური კონსულტაციები გაიმართება მსახიობის ოჯახის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან," - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს, 83 წლისა გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე