9 აპრილს აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მომიწოდებია - პატრიარქი

საქართველო, თბილისი - 17:38 | 09.04.2017
ნანახია: 970

9 აპრილს აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მომიწოდებია - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას. მისივე თქმით, ხედავდა საშიშროებას და შეკრებილებს ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შესვლისკენ მოუწოდა.

,,9 აპრილი არის მწუხარების დღე. ამავე დროს სიხარულის დღეც არის. ჩვენმა ახალგაზრდებმა დიდი გმირობა გამოიჩინეს. დღეს რადიოთი მოვისმინე, რომ საქართველოს პატრიარქმა დაშლისკენ მოუწოდაო. მე დაშლისკენ არ მომიწოდებია. მე ვხედავდი ამ საშიშროებას და მოვუწოდე, რომ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შესულიყვნენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი, ვინც ამ მოვლენას შეეწირნენ”, - განაცხადა ილია მეორემ. 

ილია მეორემ საქართველოს და მთელ მსოფლიოს ბედნიერი აღდგომის გათენება უსურვა. მან ასევე დალოცა ჯგუფი, რომელიც იერუსალიმში წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად მიემგზავრება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე