დავით ნარმანიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველო, თბილისი - 12:36 | 09.04.2017
ნანახია: 998

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მომორიალთან ყვავილები მიიტანა.

"ეს დღე არის თითოეული ადამიანისთვის შეხსენება, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქვეყნისთვის მებრძოლი ადამიანი"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე