გისურვებთ, რომ სიხარულის და ახლის დაბადების ემოცია ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:55 | 07.04.2017
ნანახია: 1012

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მოწამეთას  მონასტრიდან მიულოცა.

,,ხარებას გილოცავთ სრულიად საქართველოს! ამ დღეს, როდესაც კაცობრიობას ეხარა მომავალი მაცხოვრის დაბადება, მინდა, რომ სიხარულისა და ახლის დაბადების ემოცია  ყველაჩვენგანში გაცოცხლდეს.

მე დღეს ამ დღესასწაულს გილოცავთ მოწამეთას მონასტრიდან. მოწამეთა არის ჩემი გვარის წარმოშობის სოფელი და მიხარია, რომ აქმოვხვდი და ამ მშვენიერი ადგილიდან მაქვს შესაძლებლობა მოგილოცოთ ეს მშვენიერი დღესასწაული'', - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მოწამეთაში პირველ ლედისთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე