პარლამენტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვაზე იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 10:36 | 05.04.2017
ნანახია: 991

დეპუტატები სესიაზე დღეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ იმსჯელებენ.

ცვლილებები თამბაქოს შესახებ კანონში შედის, რომლის მიხედვითაც, კანონის დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულების მეპატრონე 500-დან 5 ათას ლარამდე დაჯარიმდება.

ასევე საუბარია ყველა სახის რეკლამის აკრძალვაზე, მათ შორის ბილბორდებზე. კანონპროექტს დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ.

მათი აზრით, ცვლილებები აუცილებელია, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამით არცერთი მხარე არ უნდა დაზარალდეს.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე