ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო გაისხნება
საქართველო, თბილისი - 09:41 | 05.04.2017 ნანახია: 1276
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მალე ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო გაისხნება. ამის შესახებ ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც კეკელიძე აღნიშნავს, მუზეუმ-სამკითხველი მოიცავს სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ სივრცესა და განახლებულ რეგისტრატურას. ”დილაადრიან მინდა უმაგრესი ამბავი გამცნოთ, ჩემი ოცნების საქმეს ვიწყებთ. დავასრულეთ კიდევ ერთი მასშტაბური მოლაპარაკება კერძო ბიზნესთან და საქართველოს მალე ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო ექნება, რომელიც მოიცავს: სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ სივრცესა და განახლებულ რეგისტრატურას. ხვალ დილით გამოფორმდება შესაბამისი მემორანდუმი”, - წერს კეკელიძე.
პროექტს კომპანია m2 დააფინანსებს და ის უკვე მეოცე კერძო კომპანიაა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას დაეხმარება.
”მოკლედ, მალე წიგნის და ქართული ანბან-შრიფტის მუზეუმების (მალე გავხსნით) გვერდით კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპლექსი გვექნება. ჩვენი მიზანი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკის შექმნაა. ამ ბიბლიოთეკაში ვაჟას უმთავრეს ადგილთაგანი უნდა ჰქონდეს”, -წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















