გელა ხვედელიძე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 14:08 | 03.04.2017
ნანახია: 1307

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიუ ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, ხვედელიძეს ყბა-სახის მოტეხილობა აქვს. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ხვედელიძის ოჯახის წევრები და ახლობლები. 

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმა დღეს დილით მოხდა. მას თავს საცხოვრებელ სახლთან, თარხნიშვილის ქუჩაზე დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმაში ორი ნიღბიანი პირი მონაწილეობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე