თბილისში, იაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის სახურავი ჩამოინგრა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 02.04.2017
ნანახია: 1267

თბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე #16-ში მდებარე სახლის სახურავი ჩამოინგრა. ადგილობრივების თქმით, მიზეზი სიძველით გამოწვეული დაზიანებებია.

მათივე განცხადებით, კულტურის სამინისტროს და გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს, რადგან შენობა კულტურული მემკვიდრეობის სიაშია, თუმცა სახლის გამაგრებაზე პასუხი არ მიუღიათ.

შემთხვევის შემდეგ ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ექსპერტები ნგრევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ, რის შემდეგაც შენობის რეაბილიტაცია დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე