ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მერეთში „მეგობრობის ბაღი" გაშენდება

საქართველო, თბილისი - 14:49 | 31.03.2017
ნანახია: 1004

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მერეთში „მეგობრობის ბაღი" გაშენდება - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა ბავშვებთან ერთად სკვერში ბროწეულის ხეივანი გააშენეს. დაირგოასევე კაკლები და ცაცხვის ნერგები.

„ამ სოფელთან გადის ხელოვნური საზღვარი. მავთულხლართების გარშემო ცხოვრობენ როგორც ქართველი, ასევე ოსი ეროვნების მოქალაქეები. სწორედამ ორი ერის მეგობრობის სიმბოლოდ გვინდა ამ ადგილას „მეგობრობის ბაღი" გავაშენოთ. იმედი მაქვს ეს ხელოვნური საზღვრები მალე დაინგრევა" -გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.

200-მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგები, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი „უთხოვარი", გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქართველოს ბუნებისმკვლევართა კავშირმა „ორქისი" უსასყიდლოდ გადასცა. 

ნერგები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზის სკვერშიც დაირგო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე