თიბისი ბანკის მომხარებლები თავისი ანგარიშებიდან თანხის გამოყენებას ვერ ახერხებენ

საქართველო, თბილისი - 13:37 | 30.03.2017
ნანახია: 1687

თიბისი ბანკის მომხარებლები სადებეტო ანგარიშებიდან თანხის გამოყენებას ვერ ახერხებენ. ტექნიკური ხარვეზის ან სხვა მიზეზის შესახებ მომხარებლებს წინასწარი შეტყობინება არ მისვლიათ.

ბანკის ცხელ ხაზზე კონსულატენტები მომხარებლებს სხვა და სხვა მიზეზს ეუბნებიან. ერთ-ერთ მიზეზად, დილიდან ტექნიკური ხარვეზი სახელდება. სხვა მიზეზად, მომხმარებლის მიერ დღემდე შესრულებული ოპერაციების ნაშთის გასწორებას ასახელებენ.

ბანკი წინა ოპერაციების ნაშთის გასასწორებლად დარეკვიდან ერთ საათს ითხოვს, თუმცა მოთხოვნილი დროის გასვლის შემდეგ ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება კვლავ შეუძლებელია.

პრობლემა დღეს დილიდან წარმოიქმნა და ამ დრომდე აღმოფხვრილი არ არის. ბანკის ცხელ ხაზზე ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის სავარაუდო დროს ვერ ასახელებენ.   




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე