ფადი ასლიმ პროტესტის ნიშნად ოფისი დახურა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 30.03.2017
ნანახია: 1276

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ პროტესტის ნიშნად ოფისი დახურა, ICC-ის თავმჯდომარის, ფადი ასლის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, რომელმაც Philip Morris-ი და British American Tobacco "თბილისის თამბაქოს" და "ომეგა ჯგუფის" საჩივარზე დააჯარიმა, კორუმპირებულია.

,,დღეს ოფისი დახურულია, რამდენიმე კორუმპირებული მოსამართლის მიმართ პროტესტის ნიშნად, " - ამ შინაარსის წარწერაა გამოკრული საერთაშორისო სავაჭრო პალატის ოფისთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, მოსამართლის კორუფციაში დადანაშაულება ცილისწამებაა, არ გააჩნია კონკრეტული გონივრული დასაბუთება და მიზნად ისახავს მოსამართლის დისკრედიტაციას. თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს ფადი ასლის, დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, დაელოდოს ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს, ასევე - თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე