რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად ორი მუშა დაშავდა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 29.03.2017
ნანახია: 1062

რუსთავში, კომპანია „ჯეოსთილის“ მეტალურგიულ ქარხანაში, ფოლადსადნობი ღუმელი აფეთქდა. დაშავებულია ორი მუშა.

არსებული ინფორმაციით, 25 წლისა და 63 წლის მამაკაცებს სახე და ზედა კიდურები აქვთ დამწვარი. როგორც ექიმებმა განაცხადეს, პაციენტებს მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობები აქვთ მიღებული.

მდგომარეობის სიმძიმის გამო, დაშავებულები თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს,. ექიმების თქმით, მათ თავდაპირველი დახმარება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გაეწიათ.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე