ხანძარი თბილისში - დამწვარია საცხოვრებელი სახლის ორი ოთახი

საქართველო, თბილისი - 16:19 | 28.03.2017
ნანახია: 1012

ხანძარი თბილისში - აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებლის ორი ოთახი. 

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, დამწვარია 80-120 კვადრატული მეტრის ფართობი.

ადგილზე მობილიზებული იყო, რამდენიმე სახანძრო ბრიგადა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზები ცნობილი არ არის.

ხანძარი ამ დროისთის ლიკვიდირებულია.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე