თბილისში მიწა ჩავარდა და ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:57 | 27.03.2017
ნანახია: 1561

უბედური შემთხვევა თბილისში - ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწა ჩავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მშენებარე კორპუსში მუშად მუშაობდა ორმოში ჩავარდა და გარდაიცვალა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე