ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველო, თბილისი - 16:04 | 23.03.2017
ნანახია: 1193

ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა - ამის შესახებ ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

"მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)", - წერია ბრძანებაში(#2/20), რომელიც 2017 წლის 22 მარტს გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე