ვახტანგ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 12:44 | 23.03.2017
ნანახია: 1329

გადაცემა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუს"  "ფეისბუქის" გვერდზე ვახტანგ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება. 

"ერთი კვირის წინ ჩავწერე, მითხრა ბიოფსია აიღესო, არ ვიცი, იმედია, არაფერი სერიოზულიო. ორი დღის წინ ვიგებ ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, ოპტიმიზმი არ გამართლდა, მძიმე ვითარებაა. არ ვიცი რა ვთქვა, ვისაც ეს ეხება, იქნებ რაღაც გამოსავალი იყოს ნაპოვნი, იქნებ მაია რჩეულიშვილის ციხეში ყოფნით არ წყდება დაზარალებულთათვის ბინების დაბრუნების პრობლემა, იქნებ მძიმე ავამყოფობამ, რომელოც

დაატყდა ამ ოჯახს, ჰუმანური და კანონიერი გამოსავალი მოგვაძებნინოს. ახლა იმედზე დაიწყება ვახტანგ რჩეულიშვილის ინტერვიუ, რომელიც დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ. მომწერეთ, რას ფიქრობთ, სად არის გამოსავალი", - წერია "ფეისბუქზე" გავრცელებულ ინფორმაციაში.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე