ხვალ, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციას გამართავენ

საქართველო, თბილისი - 15:43 | 03.03.2017
ნანახია: 1282

„ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება ხალხის ქუჩაში დაყრა", - ამის შესახებ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა ისაუბრა.

მისივე თქმით, ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციას გამართავენ.

„ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც სტიქიური უბედურება ხდება ხელისუფლება ხალხს ეხმარება. როგორ შეიძლება ამ ხალხის ასე დაყრა, ეს სამარცხვინოა, საკუთარი ხალხის უპატივცემულობაა“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე