„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებმა ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაატარა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 03.03.2017
ნანახია: 1387

„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებმა ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაატარა, სადაც კარვები გაშალეს.

ტელეკომპანიის მხარდამჭერებმა შეკრება უზენაესი სასამართლოს განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს, რომლითაც 9 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

საზოგადოების ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონობად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს.

„რუსთავი 2“-თან კარვები ამ დრომდე რჩება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე