,,გვენეტაძემ განმარტოს ვინ არის ეს ადამიანი შენობის სახურავზე, სადაც ბუზიც კი ვერ შეფრინდება" - კობა სუბელიანი

საქართველო, თბილისი - 11:13 | 03.03.2017
ნანახია: 1518

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში უზენაეს სასამართლოსთან, რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

სუბელიანს აინტერესებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან იმის განმარტება თუ როგორ მოხვდა უცხო პიროვნება შენობაში, სადაც ,,ბუზიც კი ვერ შეფრინდება“.

,,მოვითხოვ უზენაესის თავმჯდომარისგან, ნინო გვენეტაძისგან სასწრაფოდ განმარტოს ვინ არის ეს ადამიანი შენობის სახურავზე, სადაც ბუზიც კი ვერ შეფრინდება. რომელი არხის ოპერატორია, არის თუ არა საერთოდ რომელიმე არხის ოპერატორი ? იქნება სუსის ოპერატორია ? იქნებ თავად უზენაესის სასამართლოს შტატში მყოფი ოპერატორია ?
მოვითხოვ განმარტოს ქალბატონმა გვენეტაძემ თუ რაში სჭირდება ზედხედის კადრები და რა მიზანს ემსახურება ეს ეს გადაღება” - წერს სუბელიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე