ლარი დოლართან მიმართებაში 4 თეთრით გამყარდა

საქართველო, თბილისი - 16:49 | 22.09.2015
ნანახია: 2124

ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 23 სექტემბრის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.4086 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.6880 ლარი ღირს.

შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0413 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0752 პუნქტით გამყარდა.

22 სექტემბრის, მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.4499 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.7632 ლარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე