აჭარის მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს
საქართველო, თბილისი - 14:17 | 17.02.2017 ნანახია: 1466
ახალი ნალექის სიმაღლე მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს აღწევს. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტებში სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალური ტექნიკის გარდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 50 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს. მაღალი გამავლობის ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს ყველა მიმართულებით. ბოლო მონაცემებით თოვლის საფარი ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების დაბებში 1 მ-მდე მერყეობს. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. სამუშაოებში მუნიციპალიტეტების ცენტრებში მობილიზებული დამატებითი ტექნიკა და ადამიანური რესურსი ჩაერთო.
გზები ინტენსიურად იწმინდება ხელვაჩაურშიც. კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი არ შედგა მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლასა და 10 საბავშვო ბაღში.
ქედის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო მიმოსვლა თითქმის ყველა მიმართულებით შეზღუდულია. სხვადასხვა მიმართულებით იწმინდება როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ასევე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ქედის მონაკვეთი. სასწავლო პროცესი არ შედგა მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლასა და არცერთ საბავშვო ბაგა-ბაღში.
ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებთან და სოფლებთან მიმოსვლა შეზღუდულია შუახევის მუნიციპალიტეტშიც. თუმცა შეუფერხებლად გადაადგილდება ტრანსპორტი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე. სასწავლო პროცესი არ შედგა 22 საჯარო სკოლასა და არცერთ საბავშვო ბაღში.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია. ინტენსიურად იწმინდება გზები სხვადასხვა მიმართულებით. მუნიციპალიტეტს მიეწოდება ელექტროენერგია. სასწავლო პროცესი არ შედგა 6 საჯარო სკოლასა და 12 საბავშვო ბაგა-ბაღში.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია ზოგიერთ მონაკვეთებში. ბათუმი-ხულოს მონაკვეთის 44 კმ-ზე მეწყერია ჩამოწოლილი, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იწმინდება ბათუმი-ქედის ცენტრალური მაგისტრალი, ასევე იწმინდება გზა ხულო-გოდერძის უღელტეხილის 106 კმ-დან სათხილამურო ბაზამდე. ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა დაშვებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
ენერგო-პრო-ჯორჯიას ინფორმაციით აჭარაში შუქი არ მიეწოდება 400 აბონენტს. შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე. ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მიეწოდება რეგიონის ყველა აბონენტს.
ბათუმსა და ქობულეთში ნალექის რაოდენობა მცირეა, გზებზე შეფერხხებები არ ფიქსირდება. შპს ,,სანდასუფთავების" მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებენ ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისგან გაწმენდას. მუშაობს სპეციალური ტექნიკაც. ტროტუარები და გზის სავალი ნაწილი იწმინდება როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებშიც.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















