საქართველოს პატრიარქს ოპერაცია გერმანიაში 13 თებერვალს ჩაუტარდება

საქართველო, თბილისი - 18:22 | 09.02.2017
ნანახია: 1412

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს გერმანიაში, ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მორეს გერმანელი მედიკოსები ოპერაციას ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარებენ. 
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გერმანიაში საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცისანა შარტავა და კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი გაყვა. პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე