პოლიტიკური თოქ-შოუ „რეაქცია“ იწყება

საქართველო, თბილისი - 14:40 | 07.02.2017
ნანახია: 1945

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუ „რეაქცია“ იწყება, ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ გადავწყვიტე, „რეაქცია“ გავაცოცხლო. ეთერში თებერვლის ბოლოდან ვიქნებით, რა თქმა უნდა, ტვ „პირველზე“ ფორმატი-იგივე, „რეაქციისეული“ და თქვენთვის უკვე ნაცნობი. ძალიან მომენატრა დიდი თოქ-შოუ და რადგან ამ ფორმატის გადაცემები ბევრი აღარაა ტელე-სივრცეში, ცოტა ვიფიქრე თუ ბევრი, გადავწყვიტე და ვიწყებ“, - წერს ჟურნალისტი.

გადაცემა „რეაქცია“, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადიოდა, 2015 წელს დაიხურა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე