ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა

საქართველო, თბილისი - 11:20 | 05.02.2017
ნანახია: 1275

ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. განათლების სამინისტროს ცნობით, კერძო სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების მიზეზი მონიტორინგის შედეგად გამოვნენილი დარღვერვებია.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრში ამბობენ, რომ სკოლაში ბავშვების ჩარიცხვებთან დაკავშირებით კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევები გამოიკვეთა. კერძო სკოლის დირექცია და პედაგოგები ავტორიზაციის გაუქმებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათ სკოლაში დარღვევები არ ყოფილა. 

სკოლის დირექტორის ელგუჯა დავითიძის ინფორმაციით სკოლაში შემოწმება სამჯერ ჩატარდა, თუმცა ამ შემოწმებებს არცერთი გაფრთხილება არ მოჰყოლია. ავტორიზაციის გაუქმების გამო მოსწავლეები სხვა სკოლებში უნდა გადანაწილდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე