ბაშარ ასადმა ინსულტი მიიღო

საქართველო, თბილისი - 15:02 | 31.01.2017
ნანახია: 1531

სირიის პრეზიდენტს ინსულტი მოუვიდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა საბაჰი იტყობინება. ინფორმაცია ასადის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ ტვიტერში ალ-ჯაზირას ჟურნალისტმა ფეისალ ალ-კასემაც გაავრცელა. მისი მტკიცებით, სირიის ლიდერი საწოლს არის მიჯაჭვული. ოფიციალური დამასკო ასადის ავადმყოფობის ფაქტს არ ადასტურებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე