ტერაქტი თუ შურისძიება - თურქული მედია რესტორანში მომხდარ თავდასხმაზე

საქართველო, თბილისი - 18:26 | 30.01.2017
ნანახია: 1382

სტამბოლის ერთ-ერთ პოპულარულ რესტორანში შეიარაღებულ თავდასხმა მოხდა. ტელეკომპანია NTV -ს ინფორმაციით, სროლისას დაიღუპა ერთი ადამიანი.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდმსხმელმა უმისამართო სროლა დაიწყო.

ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ავტომანქანები. უცნობი თავდამსხმელი პოლიციას ჩაბარდა.

ადგილობრივ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული თავდასხმა არ იყო ტერაქტი, არამედ სისხლიანი შურისძიება.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი რესტორანში შემთხვევით შეხვდა ადამიანს, რომელმაც მამაისი 12 წლის წინ მოკლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე