ტრამპი პუტინს შესაძლოა დიდი ოცეულის სამიტამდე შეხვედეს

საქართველო, თბილისი - 18:05 | 30.01.2017
ნანახია: 1298

ამერიკისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა დიდი ოცეულის სამიტამდე გაიმართოს. ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრიდან გამომდინარე, რომელიც 29 იანვარს გაიმართა, კრემლი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადასაჭერად სრული მზაობა არსებობს.

შეხვედრის თარიღი და დეტალები სავარაუდოდ უახლოეს ხანებში გაირკვევა. რაც შეეხება დიდი ოცეულის სამიტს, ის ჰამბურგში 7-8 ივლისს ჩატარდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე