გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ირანის ელჩთან აბას თალებიფართან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველო, თბილისი - 17:58 | 30.01.2017
ნანახია: 1095

სახელმწიფოს მეთაურმა დღეს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას თალებიფარი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ირანის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დიპლომატს საქართველოსა და ირანის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე