ჩვენ შეგვიძლია ბევრ უბედურებას, გაჭირვებას გავუძლოთ, მაგრამ თავისუფლებას არასდროს დავთმობთ - გიგი უგულავ

საქართველო, თბილისი - 17:01 | 30.01.2017
ნანახია: 1592

ჩვენი მოძრაობა არის ისეთი თავზეხელაღებული თავისუფალი ადამიანების მოძრაობა, რომლებიც მშვიდობიანად, ჩაანაცვლებს ამ უნიათო მთავრობას, - ამის შესახებ პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ პრეზენტაციაზე პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

,,არსად ჩვენ რეგიონში თავისუფლების წყურვილი არ არის ისეთი დიდი და ძლიერი, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეში. ჩვენ შეგვიძლია ბევრ უბედურებას, გაჭირვებას გავუძლოთ, მაგრამ თავისუფლებას არასდროს დავთმობთ და ჩვენი მოძრაობა არის ასეთი, ძლიერი, თავზეხელაღებული თავისუფალი ადამიანების მოძრაობა, რომლებიც მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად ჩაანაცვლებს ამ უნიათო მთავრობას, რომელიც მხოლოდ ჭაობს გვთავაზობს. საქართველო არასდროს იქნება ქვეყანა, რომელიც დაემსგავსება ჭაობს და არასდროს იქნება ბედნიერი ამ ჭაობში ბაყაყის ყიყინით. ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხელისუფლება, რათა დასრულდეს ის, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება“, - განაცხადა უგულავამ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე