„ნაციონალური მოძრაობა" მანიფესტაციებს აანონსებს
საქართველო, თბილისი - 13:43 | 30.01.2017 ნანახია: 1391
თუ 2 კვირის განმავლობაში ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, რათა რუსეთის მხრიდან ქართველი სამხედროების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდეს, ნაციონალური მოძრაობა მანიფესტაციებს აანონსებს.
ამავე დროს ქართული ოცნების მხრიდან გამოცხადებულ ღალატის ქრონიკის კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა ისაუბრა.
„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო გია ცერცვაძეს გათავისუფლება. ეს არის ქართველი და უკრაინელი ხალხის გამარჯვება, ქართული საზოგადოების მხრიდან ჩვენი მეომრების, გმირების დაფასება.
ჩვენ არ ვაპირებთ რომ ხელები ჩამოვუშვათ და ჩვენი სამხედროების ბედი ხელისუფლებას მივანდოთ. თუ 2 კვირის განმავლობაში ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, რათა რუსეთის მხრიდან ქართველი სამხედროების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდეს, თუ ხელისუფლება რუსეთში ჩვენი მეომრების ექტრადიციის ხელშეწყობას არ შეწყვეტს, ჩვენ სახელმწიფო უწყებების შესასვლელებთან მანიფესტაციებს დავიწყებთ, რათა ამ გაზულუქებულ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება მშვიდად ჩააბარონ ჩვენი მეომრები საქართველოს მტერს.
ფაქტია, რომ ხელისუფლების ხმრდან ჩვენი მეომრების დევნა გრძელდება. რუსული მედია სააგენტოები ავრცელებენ იმ მეორების სახელებსა და გვარებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლაინობას იცავდნენ და ახლა უკრაინის დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ სწორედ ამ ადამიანების წინააღმდეგ გაგრძელდება სისხლის სამართლის დევნა.
სამწუხარო პროცესია, მაგრამ რეალობაა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებულია ღალატის ქრონიკა და ამაზე შემდეგი ფაქტები მიუთითებს:
- ივანიშვილი და ქართული ოცნების წარმომადგენლები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ აცხადებდნენ, რომ საქართველომ 2008 აგვისტოში ომი დაიწყო, რაც სრულიად შეესაბამება რუსულ ნარატივს.
- ოცნების წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი
- არჩევნების შემდეგ მყისიერად გაათავისუფლეს რუსი ჯაშუშები -შკრილნიკოვი, ჩაპლიგინი, გევორქიანი, ჩახალიანი ისე რომ არ მოხდა, ამავე გაყალბებული ბრალდებით რუსეთის ფედერაციაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გამოშვება.
- ხდება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ან/და დაკავება იმ ქართველი სამხედროების, რომლებმაც ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინეს.
- ხდება ქართული სამხედრო წარმოების გაჩერება, და საიდუმლო თავდაცვითი ნაგებობების შესახებ ინფრომაციის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებისათვის გადაცემა
- რუსეთი სომხეთის რკნისგზის აღდგენაზე საუბარი საქართველოს მოქალაქეების გვერდის ავლით
- რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოება. გაზპრომთან ურთიერთობა ზიანს აყენებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს.
- ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პოლიტიკიდან უკან დახევა, რისი დასტურიც ნატო-ს სამიტზე არ დასწრებაა
- ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოშლის პროცესის დაწყება, სამხედროების ჯარიდან მასიურად გათავისუფლებისა და რიგი ქვედანაყოფების დაშლის გზით
- რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ სამხედროების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციაში საქართველოს ხელისუფლების აქტიური მონაწილეობა.“
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















