კვებეკის მეჩეთში ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 30.01.2017
ნანახია: 1419

კანადის ქალაქ კვებეკის მეჩეთში მომხდარ სროლას 6 ადამიანი ემხვერპლა. როგორც ”ფრანს პრესს” პოლიციელებმა განუცხადეს, ტერაქტის შედეგად 35-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანები დაიღუპნენ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ მოხდარს ტერაქტი უკვე უწოდა.

თვითმხილველთა თქმით, მეჩეთში 40 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები უკვე დააკავეს.

Radio Canada-ს ცნობით, უცნობი პირები ნიღბებით იყვნენ და ”ალაჰ აკბარს” სკანდირებდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე