ბავარიაში 6 მოზარდის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:01 | 30.01.2017
ნანახია: 1443

ბავარიის პოლიციამ ექვსი მოზარდის ცხედარი აღმოაჩინა არშნტაინის ერთ-ერთ აგარაკზე. გარდაცვლილთა ასაკი 18-19 წელს შეადგენს.

მათი სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მოზარდები წვეულების დროს დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.

პოლიციას მომხდარის შესახებ ორი გარდაცვლილის მამამ აცნობა.

პოლიციელთა განცხადებით გარდაცვლილებს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებათ. მიმდინარეობს გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე