ნიუ იორკში ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებენ

საქართველო, თბილისი - 10:47 | 29.01.2017
ნანახია: 1304

ნიუ იორკში ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებენ. რამდენიმე ათეული აქტივისტი შეიკრიბა კენედის აეროპორტის ტერმინალთან, სადაც გვიან ღამით 11 ლტოლვილი დააკავეს.

ლტოლვილების მიღება თეთრი სახლის ლიდერმა 2 დღის წინ შეაჩერა.

ტრამპის განკარგულების შემდეგ შეერთებულ შტატებში შესვლა ერაყის, ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეებსაც ეკრძალებათ.

სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ამერიკულ აეროპორტებში 100-მდე ადამიანია დაკავებული, რომლებსაც ამერიკის ტერიტორიაზე დროებით ყოფნის უფლება მიეცემათ. შესაბამისი გადაწყვეტილება ნიუ იორკის ფედერალურმა მოსამართლემ მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე