ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთში ვიზიტით კმაყოფილია

საქართველო, თბილისი - 10:25 | 29.01.2017
ნანახია: 1389

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთში ვიზიტით კმაყოფილია. ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთი თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობებს გააღრმავებს.

შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო  ბრუნვის გაზრდაზე იზრუნებს. მეისთან შეხვედრის შემდეგ საგანგებო განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმაც.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთისა და ბრიტანეთის ურთიერთობა განსაკუთრებული და სამაგალითო იქნება. მეი თურქეთს ვაშინგტონში ვიზტის შემდეგ ეწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე