ტრამპმა მადონას ამაზრზენი უწოდა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 27.01.2017
ნანახია: 1628

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის მიმართ საპროტესტო მარშზე მადონას მწვავე განცხადებებს უპასუხა და მომღერალს ამაზრზენი უწოდა.

 ”სიმართლე გითხრათ, ის ამაზრზენია. ვფიქრობ, მან თავის თავს ძლიერი ზიანი მიაყენა, მიმაჩნია, რომ ზიანი იდეასაც (მარშს) მიადგა”, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

ტრამპის მიმართ მადონას უცენზურო გამონათქვამებმა ამერიკის პრესაში ფართო რეზონანსი გამოიწვია. მომღერალმა პრეზიდენტი უცენზურო სიტყვებით ვაშინგტონში ქალთა საპროტესტო მარშზე გამოსვლისას მოიხსენია და სექსიზმში დაადანაშაულა.  

ამასთან მადონამ აღიარა, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების  გამო იმდენად  აღშფოთდა, რომ თეთრი სახლის აფეთქებაც კი სურდა.

ტელეკომპანია ”სი-ენ-ენმა”, რომელიც მიტინგს პირდაპირ ეთერში გადასცემდა, მომღერლის უხეში გამონათქვამების გამო ტრანსლაცია დროებით შეწყვიტა და მაყურებლებს ბოდიში მოუხადა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე