”ისლამური სახელმწიფოს” იერიშს მოსულის 20 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 27.01.2017
ნანახია: 1535

სულ მცირე 20 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა ერაყის ქალაქ მოსულზე ”ისლამური სახელმწიფოს” იერიშისას. ტელეკომპანია ”ალ-მაიადინის” ინფორმაციით დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

ტელეკომპანიის ცნობით, ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს.

მოსულის გათავისუფლების სახმელეთო ოპერაცია 2016 წლის 17 ოტქომბერს დაიწყო. მასში მონაწილოებს  ერაყის არმია, ქურთთა ”პეშმერგას” შენაერთები და საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მონაწილეობით.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე