„თეა წულუკიანი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ის ევროპის სასამართლოში ამხილეს" - პეტრე ცისკარიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:35 | 26.01.2017
ნანახია: 1458

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, თეა წულუკიანი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ის ევროპის სასამართლოში ამხილეს, როცა მის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე სხვდასხვა სუბიექტებმა სიმართლის თქმა შეძლეს.

„ბოლო 4-5 წელია წულუკიანის მთავარ ამოცანად რჩება ის, რომ სტრასბურგმა და ევროპამ სიმართლე არ გაიგოს იმის თაობაზე თუ რა პრინციპით ხდება მოსამართლეების შერჩევა და ზოგადად გადაწყვეტილებების მიღება. წულიკიანი-ივანიშვილის მთავრობა ცდილობდა შეეცურებინა თავისთვის სასურველი, პოლიტიზირებული მოსამართლეები ევროპის საბჭოში. რა თქმა უნდა ეს ასე არ მოხდა, რადგან მათ აქვთ საკუთარი წყაროები.

სწორედ ასეთი მისწრაფებები მეტყველებს ამ მთავრობის სიბნელეზე.  წულუკიანი ბრაზობს იმაზე, რომ ამხილებს მოსამართლეების პოლიტიკური ნიშნით დანიშვნაში.

ეს არის პრობლემის ერთი ნაწილი, რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს ადმიანები ძლიერი იურისტები არ არიან, არ აქვთ გამოცდილება და ვერ აკმაყოფილებენ სტადარტებს. მომავალშიც თუ არ გაითვალისწინებენ ამ შენიშვნებს კიდევ ერთხელ მოეჭრება საქართველოს სახელმწიფოს თავი მთელი ევროპის წინაშე" - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე