ანა დოლიძე: იმედი გვაქვს, რომ ცერცვაძის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები დაცული იქნება კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად

საქართველო, თბილისი - 14:33 | 26.01.2017
ნანახია: 1302

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვადასხვა დონის მოხელეებსჰქონდათ პირდაპირი კავშირი  შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, პრეზიდენტი ინფორმირებულია ამ საქმის განვითარების ეტაპების შესახებ და იმედი გვაქვს, რომ ცერცვაძის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები დაცული იქნებაკონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად.

„შესაძლოა, ის ყოველდღიური მუშაობა, რასაც უშიშროების საბჭო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეწევა არ იყოს ის მუშაობა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ღიად.

საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი პირველივე დღიდან საქმის კურსშია ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც კი ჩაითვლება საჭიროდ, რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა გააკეთოს განცხადება და დააფიქსიროსსაკუთარი პოზიცია, გარწმუნებთ, რომ ეს პოზიცია დროულად იქნება გამოხატული", - განაცხადა ანა დოლიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე