ლიტვაში გერმანელი სამხედრო მოსამსახურეები ჩავიდნენ

საქართველო, თბილისი - 15:33 | 25.01.2017
ნანახია: 1378

პირველი გერმანელი სამხედრო მოსამსახურეები უკვე ლიტვაში არიან. ამის შესახებ გამოცემა შპიგელი იტყობინება.

გერმანელი ჯარისკაცები ნატოს მრავალეროვნულ ბატალიონს შეავსებენ. ისინი ბატალიონში ბელგიელ, ჰოლანდიელ და ნორვეგიელ კოლეგებთან ერთად იმსახურებენ.

თებერვლის ბოლომდე გერმანია ლიტვაში 450 სამხედრო მოსამსახურისა და მძიმე ჯავშანტექნიკის გაგზავნას გეგმავს.

ბატალიონის შემადგენლობა 1200 სამხედრო მოსამსახურებმდე გაიზრდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე