ოთარ დანელია რომში საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 13:57 | 25.01.2017
ნანახია: 1386

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია იტალიაში, ქალაქ რომში, 25-27 იანვარს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის(IFAD) ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდში საპატიო სპიკერად არის მიწვეული. აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვევა ოთარ დანელიამ ფონდისპრეზიდენტის, კანიაო ვანჟესგან მიიღო.
საერთაშორისო კონფერენციის თემაა - "ინვესტიციები სოფლის ტრანსფორმაციაში" - ინოვაციური მიდგომები დაფინანსების უზრუნველსაყოფად".
26 იანვარს დაგეგმილია კონფერენციაზე ოთარ დანელიას სიტყვით გამოსვლა, რომელშიც იგი საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გლობალურ მიღწევებსა დაგამოწვევებზე ისაუბრებს. ღონისძიების პარალელურად, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის წევრის შეხვედრა იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
კონფერენციის ორგანიზატორები იტალიის მთავრობა, ბრუკინგსისა და ვარვიკის უნივერსიტეტები არიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე