სასტუმროზე თავდასხმისას 14 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:41 | 25.01.2017
ნანახია: 1653

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა სომალის დედაქალაქ მოგადიშოს სასტუმროზე მომხდარი თავდასხმისას. ამის შესახებ სააგენტო  DPA პოლიციელებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება.

სასტუმრო Dayah-ზე თავდასხმა დღეს დილით მოხდა. დანაღმული ავტომობილი კარს დაეჯახა, აფეთქების შემდეგ ტერორიტები შენობაში შეიჭრნენ. ”ფრანს პრესის” ინფორმაციით, დაიჭრა ოთხიჟურნალისტი, რომლებიც სასტუმროში მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ.

სასტუმრო სომალის პარლამენტის შენობასთან ახლოს მდებარეობს. მისი სტუმრები ხშირად არიან პოლიტიკოსები, სხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები.  თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება ”ალ-შაბაბმა” აიღო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე