ბრაზილიის ციხიდან 200 პატიმარი გაიქცა

საქართველო, თბილისი - 12:16 | 25.01.2017
ნანახია: 1479

ბრაზილიის სან-პაულუს შტატის ციხიდან ციხის ბუნტის დროს 200-მდე პატიმარი გაიქცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უწესრიგობების დროს ციხეში ხანძარი გააჩინეს, რის შემდეგაც პატიმრების უმეტესობამ მიმალვა მოასწრო. პოლიციელთა თქმით, 79 მსჯავრდებული არეულობის დაწყებისთანავე დაიჭირეს, დანარჩენები კი გაიქცნენ. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ბოლო დროს ბრაზილიის ციხეებში რამდენიმე მსხვილიმასშტაბიანი ბუნტი მოხდა. ხშირად მას ერთმანეთთან დაპირისპირებული დანაშაულებრივი ჯგუფები აწყობენ.

1 იანვარს ქალაქ მანაუსში ციხის ბუნტის შედეგად 50-ზე მეტი მსჯავრდებული დაიღუპა. ძალოვანების თქმით, დაპირისპირება მოხდა დაჯგუფებებს შორის, რომლებიც ნარკოვაჭრობას კონტროლებენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე