სასტუმროში ტერორისტები შეიჭრნენ

საქართველო, თბილისი - 11:04 | 25.01.2017
ნანახია: 1478

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ტერორისტები სასტუმროში შეიჭრნენ. ისმის სროლის ხმაც. ამის შესახებ სააგენტო ”როიტერი” ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

სასტუმროს კარს სავარაუდოდ დანაღმული ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ტერორისტები შიგნით შეიჭრნენ.

 ”დაიწყო სროლა. ჯერჯერობით ადრეა საუბარი სხვა დეტალებზე” - განუცხადა სააგენტოს პოლიციის ოფიცერმა.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. რეგიონში არცერთ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, მოგადიშოში თავდასხმებს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ”ალ-შაბაბის” მებრძოლები ახორციელებენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე