მსახიობი მუსიკალური კლიპის გადაღების დროს, სროლისას დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:43 | 23.01.2017
ნანახია: 1447

ავსტრალიელი მსახიობი მუსიკალური კლიპის გადაღების დროს, სროლისას დაიღუპა.

მედიის ცნობით, ჯგუფ Bliss n Eso -ს კლიპის სცენარში გათვალისწინებული იყო სროლაც.  სროლის ეპიზოდის გადაღების დროს ერთ-ერთი მსახიობი გულ-მკერდის არეში დაიჭრა და გარდაიცვალა.

პოლიციაში შემთხვევას ”საწარმოო ინციდენტი” უწოდეს.

სამართალდამცველთა თქმით, ჯერჯერობით უცნობია მსახიობების პისტოლეტები ფუჭი ტყვიებით იყო დატენილი, თუ საბრძოლო. როგორც პოლიციაში აღნიშნავენ, ახლო მანძილიდან მომხდარი გასროლისას ფუჭმა ტყვიამაც შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება.

ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Bliss n Eso 2000 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა 2 სტუდიური ალბომი გამოუშვეს, რომელთაგნ ორი ავსტრალიის მუსიკალურ ჩარტებში ლიდერობდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე