აშშ-საქართველოს ურთიერთობები დარჩება მტკიცე და ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება - იან კელი

საქართველო, თბილისი - 11:28 | 23.01.2017
ნანახია: 1361

საქართველოში  აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცე დარჩება. მისი თქმით, სახელმწიფო მდივანის ვინაობის გარკვევის შემდეგ, უფრო გაირკვევა თუ რა პოლიტიკა ექნება აშშ-ს.

,,ჩვენ უნდა შევხედოთ, რა პოლიტიკა გვექნება, როცა უკვე ახალი სახელმწიფო მდივანი გვეყოლება, მაგრამ სრულიად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები დარჩება მტკიცე და ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება",- განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, ძლიერ ადვოკატირებას გაუწევს აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს.

კელის განცხადებით, ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე