ტეხასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 23.01.2017
ნანახია: 1365

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა, სროლის შედეგად, რომელიც ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოს სავაჭრო ცენტრში მოხდა.

პოლიციელთა ცნობით, ორი უცნობი პირი სავაჭრო ცენტრში ძარცვის მიზნით შეიჭრა. თვადასხმისას ერთ-ერთ ადამიანს ესროლეს, რომელიც მათ შეჩერებას ცდილობდა. სროლის შედეგად დაიჭრა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილიც.

მომხდარის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცენენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა სროლა განაგრძო და ორი ადამიანი დაჭრა. სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი დააკვეს. პოლიცია ეძებს მეორე თავდამსხმელს, რომელმაც სავაჭრო ცენტრის დატოვება მოასწრო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე